Tuesday, December 20, 2011

Microsoft-მა სენსორულ მაგიდაზე SUR40 შეკვეთების მიღება დაიწყო, ფასი — $8400






ათი თვე გავიდა გამოფენაზე CES 2011 Microsoft-ის მეორე თაობის სენსორული კომპიუტერის Microsoft — Surface SUR40 წარმოდგენიდან. მისი ღირებულება ადრე გაცხადებულზე $7600 რამდენადმე მეტი აღმოჩნდა — Microsoft და Samsung-მა მოწყობილობაზე წინასწარი შეკვეთების მიღება დაიწყეს 23 ქვეყანაში ფასით $8400-დან, გამოშვლა კი 2012 წლის დასაწყისისთვის იგეგმება. კომპიუტერი, რომლის სახელია SUR40, — Microsoft-ის მეორე მცდელობაა ინოვაციური მულტისენსორული მაგიდის ბაზარზე გასვლისა, რომელიც უფრო მძლავრი აღჭურვილობით, განახლებული პროგრამული უზრუნველყოფით, გაუმჯობესებული სენსორით გამოირჩევა. პირველი თაობისგან განსხვავებით, რომელიც პროექტორების კომბინაციის დახმარებით მუშაობდა, ახალი მოდელი კომპანიის Samsung თხევადკრისტალურ ეკრანს ემყარება, რის წყალობითაც მოწყობილობას კედელზე ვერტიკალურ მდგომარეობაში დამაგრების შესაძლებლობა გაუჩნდა. რედიზაინის შედეგია ოდნავ დემოკრატიული ღირებულებაც — მოწყობილობის პირველი თაობის ღირებულება იყო $12 500. მაგიდას საფუძვლად უდევს ტექნოლოგია PixelSense, რომელიც 2 მლნ სენსორს ემყარება, რაც შეხებისა და ობიექტების ამოცნობის სიზუსტეს ძალია ზრდის. SUR40 რჩება აპარატად, რომელიც საწარმოების მიერ გამოყენებაზეა ორიენტირებული, — მისი ღირებულება თითქმის ორჯერ მეტია მაღალი კლასის ტელევიზორის ან კომპიუტერის ღირებულებაზე. თუმცა, მსგავს პროექტზებზე Microsoft მრავალ ახალ ტექნოლოგიას სცდის და სრულყოფს, რომლებიც მომავალში შესაძლოა სამომხმარებლო მოწყობილობებშიც იქნას გამოყენებული. პირველ მყიდველთა შორის წარსულში ასახელებდნენ ისეთ ორგანიზაციებს, როგორიცაა Dassault Aviation, Fujifilm, Red Bull, Royal Bank of Canada და Sheraton Hotels & Resorts Worldwide

Source: Skywase

No comments:

Post a Comment