Wednesday, September 7, 2011

ახალი თაობის ipad-ს უფრო თხელი ბატარეა ექნება




ipad 2 0.34 ინჩიანი, საკმაოდ თხელი მოწყობილობაა, თუმცა ახალი თაობის ipad, გაუმჯობესებული ბატარეიის წყალობით, წინაზე გაცილებით უფრო თხელი იქნება.
Taiwan Economic News–ის ინფორმაციით iPad–ის და Macbook–ის ბატარეების ორი ძირითადი მომწოდებელი Simplo Technology და Dynapack International Technology უკვე მზად არიან ახალი ბატარეები 2011 წლის მეოთხე კვარტალზე ადრე გამოუშვან.
ახალი ბატარეა უფრო თხელი და მსუბუქი გახდება. ასევე მოიმატებს მისი გამძელობის პერიოდიც, თუმცა ამ ყველაფერთან ერთად ფასიც 20–30%–ით გაიზრდება. ექსპერტები იმედოვნებენ რომ ბატარეიის გაძვირება საბოლოო პორდუქტის - ipad-ის ფასზე ძალიან დიდ გავლენას არ მოახდენს.

No comments:

Post a Comment